ანანიაშვილი ელიზბარ გიორგის ძე (დ. 22. XII. 1912, თბილისი, – 28. I. 2000, მოსკოვი), მთარგმნელი. საქართვ. კულტ. დამს. მუშაკი (1973). ი. მაჩაბლის სახ. პრემიის ლაურეატი (1980).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ქიმ.-ტექნოლ. ფაკ-ტი (1934). ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში. 1941–44 თბილისში აქვეყნებდა პოეტურ და პროზაულ თარგმანებს. 1944–47 გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიაში“ მუშაობდა რედაქტორად.
რუს. ენაზე თარგმნა მ. ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“, „გივი შადური“, „თეთრი საყელო“, კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“, გ. ლეონიძის „ნატვრის ხე“, ლ. ქიაჩელის „მთის კაცი“, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“, ლ. გოთუას „ნისლი ნახატარის ტყეში“, რ. ჯაფარიძის „ხევის პატარძალი“, ა. სულაკაურის „ტალღები ნაპირისაკენ მიისწრაფიან“, ე. ყიფიანის, ლ. მრელაშვილის ნაწარმოებები, ქართვ. პოეტთა ლექსები.