ანანურის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი.
შეიქმნა 1803, როცა საქართვ. მთავარმართებლის გენ. პ. ციციანოვის ბრძანებით სამაზრო ცენტრი დუშეთიდან ანაურში გადაიტანეს. ამით სამაზრო ცენტრი დაუახლოვეს საქართვ. სამხ. გზას. ცენტრის გადატანას ტერიტ. ცვლილება არ გამოუწვევია – ა. მ. ყოფ. დუშეთის მაზრის საზღვრებში დარჩა. გეოგრ. მდებარეობის გამო ანანურს არ ჰქონდა სამაზრო ცენტრად განვითარების პერსპექტივა, ამიტომ 1821 სამაზრო ცენტრი კვლავ დუშეთში გადაიტანეს.
ზ. ცინცაძე