ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება თბილისის სამეცნიერო საზოგადოება 1953 გამოეყო 1946 ვ. ვარაზის მიერ დაარსებულ სამედ.-ბიოლ. საზ-ბას, რ-იც აერთიანებდა მედ. და ბიოლ. სხვადასხვა დარგის (ანატომები, ჰისტოლოგები, ფარმაკოლოგები, ემბრიოლოგები, ბიოქიმიკოსები და სხვ.) წარმომადგენლებს.
1959-მდე მისი პირველი თავ-რე იყო ა. ნათიშვილი, 1959–66 - ა. ლეჟავა, 1966-იდან დღემდე ნ. ჯავახიშვილია. საზ-ბის წევრები აქტ. მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა რანგის ყრილობისა და სამეცნ. ფორუმის მუშაობაში. 1966 ამ საზ-ბის ინიციატივით თბილისში ჩატარდა VII საკავშ. ყრილობა, გამოიცა ყრილობის თეზისები (1966) და მასალები (I – II ტომი, 1968). საზ-ბის ინიციატივით ჩატარდა ამიერკავკ. მორფოლოგთა კონფერენციები (თბილისი, 1975; ბაქო, 1978; ერევანი, 1982; ბათუმი, 1985). ამ კონფერენციების ყველა მასალა დაბეჭდილია. გამოცემულია საზ-ბის შრომათა 6 კრებული. საზ-ბა აერთიანებს თბილ. ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და სამეცნ.-კვლ. დაწესებულებაში მომუშავე სპეციალისტებს (200-ზე მეტი წევრი).
ნ. ჯავახიშვილი