ანბანი

ანბანი [შედგენილია ქართ. ანბანის პირველი ა („ან“) და მეორე ბ („ბან“) ასოების სახელწოდებათაგან, როგორც ლათინური alphabetum - ბერძნ. alpha და beta - გან], ერთობლიობა ასოებისა ანუ ისეთი გრაფ. ნიშნებისა, რ-ებიც გადმოსცემენ ცალკეულ ფონემებს ან ფონემათა ჯგუფს. ა-ის შემოღება მიეწერებათ ფინიკიელებს. ფინიკიური დამწერლობიდან წარმოიშვა ბერძნული ა. (რ-იც საფუძვლად დაედო ეტრუსკულ, ლათინურ, სომხურ, კოპტურ, გუთურ, სლავურ და სხვა ა-ებს), ხოლო ფინიკიურის მონათესავე არამეულიდან განვითარდა მთელი რიგი აღმოსავლური ა-ები (ებრ., არაბ. და სხვ.)

იხ. ქართული ანბანი.