ანბერდი

ანბერდი, ამბერდი, VII–XIII სს. ციხესიმაგრე აშტარაკის რ-ნში (სომხეთი), მდ. ამბერდისა და არხაშანის ხეობებით შემოსაზღვრულ მაღალ კონცხზე.

შემორჩენილია კოშკებიანი გალავნის, სამსართულიანი სასახლის, ჯვარულ-გუმბათოვანი ეკლესიის (1026), აბანოსა და ლაკვანის (წყალსაცავი) ნანგრევები. XI ს-ში ა. სელჩუკებმა დაიპყრეს. 1200 იგი გაათავისუფლა ქართ. ლაშქარმა ზაქარია მხარგრძელის სარდლობით. ამ მოვლენის აღსანიშნავად აქ აღმართეს წარწერიანი ქვაჯვარი.