ანდა

ანდა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის ანდრიაწმინდის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), შავშეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ლაშისხევის (ქვაბლიანის შენაკადი) სათავესთან. ზ. დ. 1500 , ახალციხიდან 19 კმ. 295 მცხ. (2014).

ა. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული). იმ დროისათვის ა-ში 20 კომლი ცხოვრობდა. ოსმალთა ბატონობის ხანაში მოსახლ. დიდად შემცირდა. 1842 სოფელში შვიდი კომლიღა იყო, ხოლო 1870 – ცხრა კომლი.

ი. სიხარულიძე