ანდერძი წიგნისა, მინაწერი ძვ. ქართულ ხელნაწერებზე, რ-შიც აღნიშნულია ხელნაწერის გადამწერის, შემკვეთის (ზოგჯერ – ავტორის) ვინაობა, გადაწერის ადგილი და დრო, ხელნაწერის წყაროები, გადაწერის მიზანი, საწერი მასალა და სხვ. მაგ., ადიშის ოთხთავის ა. გვაცნობებს: „დაიწერა წმიდაჲ ესე ოთხთავი დასაბამითგან წელთა ხფ [ა, ქორონიკო]ნსა რიზ, შობ[ითგან] უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესით წელთა ჩა...მწერ[ალი] ამისი მიქაელ ლოცვასა მომიჴსენეთ და შემინდვეთ სიუცბე ჩემი“. ა. მრავალ ცნობას შეიცავს და მნიშვნელობა აქვს ხელნაწერის ტექსტოლოგიური, კოდიკოლოგიური შესწავლისა თუ მისი შექმნის თარიღის დადგენისათვის.