ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები, ხალხების ორი ჯგუფი: ანდიური (ანდიელები, ბოთლიხელები, ღოდობერიელები, ჭამალალები, ბაგვალალები, ტინდიელები, კარატაელები, ახვახელები) და დიდოური (დიდოელები, ხვარშიელები, ბეჟიტელები, ჰუნზიბელები).
ცხოვრობენ დაღესტანში, მდ. ანდის ყოისუს ხეობაში: ანდიური ჯგუფი – ძირითადად გუმბეთის რ-ნში, რ-იც ესაზღვრება ჩეჩნეთს, ხოლო დიდოური ჯგუფი – წუნტის რ-ნში, რ-იც ესაზღვრება საქართველოს (თუშეთი, კახეთი). ეთნიკურად ენათესავებიან ხუნძებს, თუმცა შემონახული აქვთ კულტ. და ყოფის თავისებური ფორმები. ხუნძებთან ურთიერთობის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა ე. წ. ჯარის, თემის ენა (ბოლმაწი), რ-იც საფუძცლად დაედო ხუნძურ ლიტერატურულ ენას. ა.-დ. ხ. საქართველოს (კახეთს) უმთავრესად ყადორის ზეკარით უკავშირდებოდნენ.
ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა, მიწათმოქმედება, მებაღეობა.
ლიტ.: Народы Кавказа, т. 1, М., 1960.
ა. რობაქიძე