ანდრიუხინი ნიკოლოზ პეტრეს ძე ( 15. XI. 1922, ტამბოვის ოლქი, მორშანსკის რ-ნი 8.II. 1987, თბილისი), რუსთავის მეტალ. ქ-ნის მარტენის საამქროს ელექტრიკოსი. 1951 ჩამოვიდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქ-ნაში. 1962 რუსთავის მილსაგლინი აგრეგატის „400-ის“ მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია.