დინიკი ნიკოლოზ იაკობის ძე

დინიკი ნიკოლოზ იაკობის ძე (გ. 1917), რუსი მოგზაური, კავკასიის მკვლევარი.

დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა. ასწავლიდა სტავროპოლის ქალთა გიმნაზიაში. მოგზაურობდა კავკ. სხვადასხვა რ-ნში. 30 წლის განმავლობაში დ-მა შეისწავლა ჩერქეზეთი, ყარაჩაი, აფხაზეთი, სვანეთი, ბალყარეთი, დიგორის ქვაბული (ჩრდ. ოსეთი), დვალეთი, ყელის ზეგანი, ფშავი, თუშეთი, დაღესტანი და მცირე კავკასიონის დიდი ნაწილი.

მოგზაურობის ამსახველი მასალა ქვეყნდებოდა რუს. საიმპერატორო გეოგრ. საზ-ბის კავკ. განყ-ბის პერიოდულ გამოცემებში. მათგან აღსანიშნავია შრომები: „ოსეთი და რიონის ზემოთი" (1884), „მოგზაურობა ფშავსა და თუშეთში" (1893), „კოდორის ხეობა" (1903) და სხვ. კავკასიონის მაღალმთიან რ-ნებში ჩატარებული გლაციოლოგიური დაკვირვებების საფუძველზე გამოაქვეყნა შრომა „კავკასიონის თანამედროვე და ძველი მყინვარები" (1890), რ-შიც აღწერილია მარუხი, აზაუ, შხელდა, მიჟირგი, ბეზენგი, დიხსუ, ფიტნარგინი, ყარაუგომი, ტანა, ხარვესი, წეა, დევდარაკი, ზოფხიტო, ადიში, ტვიბერი, წანერი და სხვ.

დ-ს დიდი წვლილი მიუძღვის კავკ. ზოოგეოგრ. კვლევაში. შეისწავლა და მონოგრაფიულად აღწერა კავკასიის ბინადარი ცხოველები (ირემი, ჯიხვი, გარეული ღორი, დომბა). ნაშრომი „კავკასიის ნადირნი" (2 ტ., რუს. მეცნ. აკად. „ახმატოვისეული პრემია") ეხება კავკ. ვეშაპისნაირებს, ჩლიქოსნებს, მტაცებლებს და მნიშვნელოვანია როგორც ზოოლ.-სისტემატიკური, ისე ეკოლ. და გეოგრ. თვალსაზრისით.

დ-ის მიერ დაგროვილი მასალა ცხოველთა გეოგრ. გავრცელების შესახებ, აგრეთვე რიგი წარმომადგენლის არეალის საზღვრების დადგენა, საფუძველი გახდა კავკ. ზოოგეოგრ. სქემისა. დ-მა აღმოაჩინა ძუძუმწოვრების რამდენიმე ახ. სახეობა. აქვს საყურადღებო შეხედულებები კავკასიაზე ფრინველთა გადაფრენის შესახებ.

მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი კავკ. ცხოველთა დაცვაში.

თხზ. (გარდა ტექსტში დასახელებულისა): Горы и ущелья Терской области, Тфл., 1884; Верховья Большого Зеленчука и хребта Абишира-Ахуба, Тфл., 1889; Путешествие по Дигории, Тфл., 1886.

ე. ლოლუა

რ. წერეთელი