ანდრონიკაშვილი გიორგი სოლომონის ძე (1841, სოფ. ოჟიო ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 1910, იქვე), პოეტი, მთარგმნელი.
1853 შეიყვანეს გიმნაზიაში, რ-ის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბ. უნ-ტში.
მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნ. „ცისკარში“: „განდეგილი“ (1860, №5), „კნეინა ბარბარე ჯორჯაძისას“ (1861, №3), „სიზმარი“ (1866, №3), „ფშეხის ხეობა“ (1866, №4). აქვს პატრ. ხასიათის ლექსები: „ჩემს მამულს“, „მერცხალს“, მოთხრობა „უბედური“, პუბლიც. წერილი „რამდენიმე სიტყვა დიმიტრი ყაზბეგზე“.
განსაკუთრებით საინტერესოა მისი მთარგმნელობითი მუშაობა. ჯერ კიდევ 1857 გამოქვეყნდა მისი თარგმნილი ნ. კარამზინის მოთხრობა „საბრალო ლიზა“. შემდეგ თარგმნა ე. ვერდერევსკის „შამილთან ტყვეობა“, გ. ვეისენველზის მოთხრობა „ცხოვრების ტალღები“, შემდეგ - ა. პუშკინის ნაწარმოებები: „ჰუსარი“, „№-ს“, „გრაფი ნულინი“, „ბოშები“ და სხვ.
გ. ჯავახიშვილი