ანდრონიკაშვილი ეთერ ნიკოლოზის ასული ( 10. III. 1920, თბილისი – გ. 2016, იქვე), გრაფიკოსი, ფერმწერი, საქართვ. დამს. მხატვარი (1965). დ. კაკაბაძის მეუღლე.
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1945). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. გრიგოლია და ი. შარლემანი. იქვე ეწევა პედ. მოღვაწეობას (1963-იდან). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1946-იდან ა-ის გრაფ. ნამუშევრებში ასახულია საქართვ. ლანდშაფტური და ინდუსტრ. პეიზაჟები: „ჭიათურა“, „სვანეთი“ (ორივე 1948), „ქართული მიწა“ (1971), „საქართველოს გზებზე“ (1972), „კახეთი. ალაზნის ველი“ (1973), „საქართველო“ (1986, ყველა საქართვ. სურათების გალერეა); შესრულებული აქვს პორტრეტები: მ. იაშვილი (1953), თ. ზარანდიასა და ა. კვირვკელიას ჯგუფური პორტრეტი (1949, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი). ა. არის ლითოგრაფიების და ლინოგრავიურების ავტორი: „თბილისის ზღვაზე“, „მთვარის იდილია“, „ფოთი, საღამო“ (ყველა ფერადი ავტოლითოგრაფია, 1985–90) და სხვ.