ანდრონიკაშვილი თამაზ (თამაზ ქიზიყელი)

ანდრონიკაშვილი თამაზ (თამაზ ქიზიყელი), კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVII ს. I მეოთხედში. ქიზიყის მოურავი.

დიდ წინააღმდეგობას უწევდა შაჰ აბას I-ს კახეთში ლაშქრობების (1614–1617) დროს. ბევრჯერ დაამარცხა მტრის მოთარეშე რაზმები. 1616 ქიზიყი გაწმინდა სპარს. გარნიზონებისაგან, აღადგინა ციხესიმაგრეები, ძვ. საცხოვრ. ადგილებში დააბრუნა გახიზნული მოსახლეობა. 1617, შაჰ აბას I-ის ლაშქრობის დროს, რ-იც ძირითადად ქიზიყის წინააღმდეგ იყო მიმართული, ა. მეთაურობდა ქ. ხორნაბუჯის დაცვას.

ლ. ტუხაშვილი