ანდრონიკაშვილი ქეთევან პაპუნას ასული (1754 – 3. VI. 1782), გიორგი ბატონიშვილის (შემდგომში გიორგი XII) პირველი ცოლი.
1778 ოქტ-ში შიდა ქართლიდან თბილისში მიმავალ ქეთევანს ღართისკართან დაუხვდა ხუთასამდე ლეკი. ქეთევანს თან ახლდა სამასამდე ცხენოსანი - მორიგე ჯარის რაზმი. გულადმა ქალმა თვით იკისრა მცველთა მეთაურობა და სასტიკად დაამარცხა ლეკთა მოთარეშე რაზმი.
ერეკლე II ამალით შეეგება თავის რძალს და პატივის ნიშნად სპეც. აღლუმი გაუმართა. ა. მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პოლიტ. ცხოვრებაშიც.
დაკრძალულია დავითგარეჯაში.
ლიტ.: იხ. სტ-თან ანდრონიკაშვილი მალხაზ.
ა. როგავა