ანდრონიკე II

ანდრონიკე II პ ა ლ ე ო ლ ო გ ო ს ი (Andronikos Palaiologos), (1260–1332), ბიზანტიის იმპერატორი 1282–1328.

იგი ცდილობდა დაებრუნებინა ბიზანტიისათვის ჯვაროსნების მიერ 1204 მიტაცებული მიწები და აელაგმა ფეოდალთა სეპარატისტული მისწრაფებანი. ებრძოდა მცირე აზიაში მომძლავრებულ თურქებს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მამლუქთა ტყვეობიდან გამოხსნის მიზნით, 1305 მხარი დაუჭირა საქართველოს მეფის დავით VIII-ის მიერ გაგზავნილ ელჩობას. ქართველი დესპანები ჯერ ბიზანტიაში ჩავიდნენ, საიდანაც იმპ. ა. II-მ მათ თავისი დესპანებიც გააყოლა ა. II-თან საქართველოს ინტენსიური დიპლომატიური კონტაქტების შედეგად შესაძლებელი გახდა 1308 ქართველთა ხელში გადასულიყო ერთ-ერთი უპირველესი ქრისტიანული სიწმინდე-გოლგოთა.

ლიტ.: ჟ ა ნ ე ნ ი  რ. ქართველები იერუსალიმში „რელიგია“, 1992, № 10; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, (თხზ. 12 ტომად), ტ. 3 თბ., 1982.