ანდღულაძე რობერტ ვასილის ძე

ანდღულაძე რობერტ ვასილის ძე ( 8. III. 1937, სოფ. თელათგორი, ახლანდ.კასპის მუნიციპალიტეტი, – 4. XI. 2003, თბილისი), აგრარიკოს-ეკონომისტი, საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1992; წ.-კორ. 1991), ვიცე-პრეზიდენტი (1991-იდან). ეკონ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1990).

1959 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი. 1958 – 69 იყო საქართვ. სოფ. მეურნ. ეკონ. და ორგანიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეცნიერი მუშაკი; 1973 – 84 – ამავე ინ-ტის განყ-ბის გამგე და დირექტორის მოადგილე; სამეცნ. ნაწილში; 1969 – 73 – საქართვ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის გამგე და დირექტორის მოადგილე; 1984 – 91 – საკავშ. სას.-სამ. მეცნ. აკად. ამიერკავკ. განყ-ბის პრეზიდიუმის თავ-რის პირველი მოადგილე. 1981-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.

ა-მ მეცნიერულად შეისწავლა საქართვ. მიწის ფონდის რაციონალურად გამოყენების გზები, სას.-სამ. წარმოების სპეციალიზაციის, კოოპერირების, კონცენტრაციის და აგროსამრეწველო ინტერგრაციის თეორ. პრაქტ. საკითხები; შეიმუშავა სოფლად პრივატიზების, საინვესტიციო და ტექ. პოლიტიკის პრიორიტეტური მიმართულებები და აგრ. ბაზრის ეკონ. რეგულირების გზები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: მიწათსარგებლობის თავისებურებანი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეფექტიანად გამოყენება საქართველოში, თბ., 1976: მთის რაიონების სასოფლო-სამეურნეო წარმოების აღმავლობის გზები, თბ., 1977; საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებანი წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის პროცესში, თბ., 1979; საქართველოს მიწის ფონდები და მათი ინტენსიური გამოყენების გზები, თბ., 1987.