ანთელავა გივი მალაქიას ძე (4. IV. 1922, თბილისი, - 13. IV. 1989, იქვე), საქართვ. დამს. ექიმი (1969), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985).
1943 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1943–45 მუშაობდა სოფ. ინგირში ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალ. ამბულ. გამგედ, შემდეგ – თბილისში ჯანდაცვის ორგანოებში, 1967–87 იყო რესპ. კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, 1987-იდან გარდაცვალებამდე-რესპ. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის მთავარი ექიმი. შეისწავლიდა სეფსისის საკითხებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.