ანთოცეროსი

ანთოცეროსი (Anthoceros caucasicus), ხავსი ანთოცეროტოფსიდას (Anthocerotopsida) კლასისა.

აქვს როზეტისებრი მიწაზე გართხმული მუქი მწვანე კიდედანაკვთული ნაყოფსხეული, რ-იც რიზოიდებით ემაგრება ნიადაგს. ნაყოფსხეულში წარმოიქმნება უჯრედშორისი ლორწოვანი ღრუები – რედუცირებული ბაგეები, რ-ებიც გარეთ იხსნება. უჯრედი შეიცავს პირენოიდიან ფირფიტისებრ ქლოროპლასტს. კავკ. ენდემია, საქართველოში იზრდება ტენიან ადგილებზე ბათუმის ბოტან ბაღში, მდ. ჩვანის ხეობაში სოფ. სარფსა და სოფ. მაკრიალს (თურქეთი) შორის.

ნ. ჩიქოვანი