ანი

ანი, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის ელიაწმინდის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ლერწიანის (ქვაბლიანის მარცხ. შენაკადი) ზემოთში. ზ. დ. 1480 მ, ახალციხიდან 12 კმ. 328 მცხ. (2014).

ა. იხსენიება „გურჯისტანის ვილაეითის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული). იმ დროისათვის ა. 12-კომლიანი სოფელი ყოფილა, 1870 ა-ში 27 კომლი იყო აღრიცხული. „გურჯისტანის ვილაეითის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული). ა-დან 3 კმ-ზე შემორჩენილია IX – X სს. ეკლესიის ნანგრევები ძვ. ქართ. წარწერებით.

აქვეა შინმოუსვლელთა ობელისკი (1985).

ი. სიხარულიძე