ანისის სამეფო, სომხური ფეოდალური სახელმწიფო (886 – 1045), დედაქალაქი – ანისი (961-იდან).
მმართველი დინასტია – ბაგრატუნები. ა. ს. აერთიანებდა სომხეთის უმეტეს ნაწილს (შირაკი, აირარატი, არშარუნიქი, ვანანდი, გუგარქი, სიუნიქი). პირველ ხანებში ა. ს-ს ეკუთვნოდა ვასპურაკანი და სომხეთის სამხრეთით წარმოქმნილი არაბული საამიროები. ა. ს-მ განვითარების მწვერვალს მიაღწია მეფე გაგიკ I-ის (990 – 1020) დროს. ა. ს-ში განვითარებული იყო ხელოსნობა და ვაჭრობა, მაღალ დონეზე იდგა მიწათმოქმედება. ეკონ. აღმავლობასთან ერთად ვითარდებოდა კულტურა, მეცნიერება, ლიტ-რა, ხელოვნება. ფეოდ. ექსპლუატაცია ხშირად იწვევდა გლეხებისა და ხელოსნების მღელვარებას. უდიდესი ანტიფეოდ. აჯანყება იყო თონდრაკელების მოძრაობა (IX ს. ბოლო – X ს. I ნახ.). X ს-ში ფეოდ. დაქუცმაცების გზაზე დამდგარ ა. ს-ს ვასალურ პოლიტ. ერთეულებად გამოეყო ვასპურაკანის (908), ყარსის (963), სიუნიქის სამეფო (970) და ტაშირ-ძორაგეტის (978) სამეფოები. კლასობრივი ბრძოლის გამწვავებამ, შინაფეოდ. აშლილობამ და საგარეო-პოლიტ. მდგომარეობის გაუარესებამ გააადვილა ბიზანტ. ექსპანსია. 1045 ბიზანტიის ლაშქარმა ქ. ანისი აიღო და შირაკის ოლქი დაიკავა. ა. ს. დაეცა.
ა. ს-ს ბაგრატუნებს მჭიდრო პოლიტ. და კულტ.-ეკონ. ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან.
ლ.-ნ. ჯანაშია