ანიშხწარა, ტბა გაგრის მუნიციპალიტეტში, ბიჭვინთის კონცხზე, 0,6 მ სიმაღლეზე.
ზედაპირის ფართ. 0,03 კმ², სიგრძე 0,2 კმ, სიგანე 0,15 კმ, მაქს. სიღრმე 4,3 მ. ტბა მოქცეულია სანაპირო დიუნებს შორის. თითქმის მთლიანად დაფარულია წყლის მცენარეულობით. ნაპირები დაჭაობებულია.