ანოგრამა

ანოგრამა (Anogramma leptophylla), გვიმრა ადიანტუმისებრთა ოჯახისა.

მცირე ზომის (6–25 სმ) მცენარეა, ქმნის პატარა კორდებს. აქვს ორგვარი ფოთოლი სტერილური და სპორებიანი. გვხვდება ცენტრ. და სამხრ. ამერიკაში, ავსტრალიაში, ტასმანიაში, ახალ ზელანდიაში, დას. და სამხრ. ევროპაში, აფრიკაში, ამიერკავკ. და შუა აზიის (ქოპეთდაღი) მთებში. იშვიათი გვიმრაა.

საქართველოში იზრდება გურიასა (ფოთსა და სუფსას შორის) და აჭარაში (ბათუმი, ხულო), ზღვისპირა ტენიან მურყნარში. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.