ანრიონი

ანრიონი (Henrion), XIX ს. ფრანგი ავტორი. გამოცემული აქვს ზოგადი ნაშრომი (ექვსტომეული) კათოლ. მისიის ისტორიაზე XIII ს-იდან XIX ს. შუა წლებამდე. ამ შრომის თანახმად, ქართველების გარკვეული ნაწილი კათოლიკედ მოუქცევია მისიონის უფროსს ფლორენციელ ჯოვანის 1332, რ-საც საქართველოში დაუყვია 19 წელი. II ტომის VII თავში განხილულია ყველა მისია, რ-იც კი საქართველოში ყოფილა 1706-მდე.

ბ. გიორგაძე