ანტიმონიუმის მადანი, ს ტ ი ბ ი უ მ ი ს მ ა დ ა ნ ი, ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნები, რ-ებიც შეიცავენ ანტიმონიუმს (სტიბიუმს) ისეთი ქიმიური ნაერთების სახით და ისეთი კონცენტრაციით, რომ მათი სამრეწვ. გამოყენება ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად მიზანშეწონილია.
ა. მ-ის ძირითადი მინერალია ანტიმონიტი (Sb2S3), სტიბიუმის, სპილენძის, ვერცხლისწყლის, ტყვიის, რკინის რთული სულფიდები. ა. მ. ჰიდროთერმული (დაბალტემპ-რული) წარმოშობისაა. საქართველოში ა. მ. ცნობილია ზემო რაჭაში. ყველაზე მნიშვნელოვანია ზოფხიტოს (საკუთრივ ზოფხიტოს, ხორხის, ედენის, ჩასახტომის, კოდიანის, ხვრელიეთის და სხვ.) და ჩვეშურის ჯგუფის საბადოები. ა. მ. გვხვდება აგრეთვე ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთსა და ყაზბეგის მუნიციპ-ში. საქართველოში ცნობილია ა. მ-ს შემცველი ბრინჯაოს ნაკეთობანი.
ასეთ შენადნობს ამზადებდნენ ქართველთა წინაპრები უძველეს ხანაში.