ანტიოქე I

ანტიოქე (Antiochos) I სოტერი (ბერძნ. coter – მხსნელი) (ძვ. წ. 324/25 – 261), სელევკიდების სახელმწიფოს მმართველი ძვ. წ. 281–261 სელევკე I ნ ი კ ა ტ ო რ ი ს  ძე ( ძვ. წ. 293–281), მამის თანამმართველი.

ა. აგრძელებდა აღმოსავლეთის ელინიზაციის პოლიტიკას. ძვ. წ. 277 დაამარცხა მცირე აზიაში შემოჭრილი კელტები (გალატები). ანტიკური წყაროების თანახმად, ესწრაფოდა უცხო ქვეყნებთან, ურთიერთობის განმტკიცებას. „მეგობრობდა“ ქართლის მეფე ფარნავაზ I-თან „ქართლის ცხოვრებაში“ იგი ამ კუთხით ფიგურირებს. მან უყოყმანოდ მიიღო ფარნავაზის წინადადება კავშირის შესახებ, გამოაცხადა იგი თავის ქვეშევრდომად, რითაც ქართლზე გაავრცელა საკუთარი იურისდიქცია და დაუპირისპირდა აზოს (აზონის) მფარველ კაპადოკიის მეფე.