ანტიფონი (ბერძნ. antiphōnos - საპასუხო ჟღერა), საეკლესიო გალობის ფორმა. სრულდება ორი გუნდის ან გუნდისა და სოლისტის მონაცვლეობით. გვხვდება ძვ. ებრ. საეკლ. გალობაში, ბერძნ. ტრაგედიებში (როგორც დიალოგი გუნდის ორ ნაწილს შორის). ქრისტ. ეკლესიაში ანტიფონური გალობა IV ს-ში დამკვიდრდა, საქართველოში – VI–VII სს-ში. ანტიფონური საგალობლების კრებულს ეწოდება ანტიფონარიუმი ან ანტიფონალი, ქართ. სას. მწერლობაში – ანტიფონი.
ანტიფონური (მონაცვლეობითი) შესრულების ტრადიცია ხალხ. მუსიკის უძველეს პლასტებში იღებს სათავეს (ძალზე გავრცელებულია ქართ. ხალხ. მუსიკაშიც).
იხ. ანტიფონური შესრულება.