ანტონ განჯისკარელი (ნამდვ. გვარი ხუდავერდოვი, ფსევდ. აბდულა ზაბუზალ-ოღლუ) (19. I. 1869, თბილისი, - 2. V. 1929, იქვე), სახალხო პოეტი. ძვ. თბილ. პოეზიის წარმომადგენელი. პროფესიით მეთუნუქე. ყურადღება მიიქცია პოეტური ნიჭითა და პოლიტ.-მოქალაქეობრივი თემატიკით.
ცნობილია თვითმპყრობელობის წინააღმდეგ დაწერილი მისი ლექსი „მაღლა ღმერთი შეგეწიოს, ძირს ხელმწიფე, მისი ტახტი!“ გამოცემული აქვს რამდენიმე პატარა კრებული. ქართ. სალიტ. კრიტიკა დადებითად აფასებდა მის შემოქმედებას. ი. ევდოშვილმა მას უძღვნა ლექსი „სახლების მხურავი“.
თხზ.: სამეჯლისო გასართობი..., თბ., 1904; განთიადის მომლოდინე..., თბ., 1905; ნეტარების ჟამმა დაჰკრა..., თბ., 1908.
ლიტ.: გრიშაშვილი ი., ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბ., 1927; «მოამბე», 1904, № 5, გვ. 91.
გ. შაყულაშვილი