ანტონი, XVII ს. I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, გენათელი მიტროპოლიტი, დიპლომატი. დაიბადა და აღიზარდა საქართველოში. XVIII ს. 10-იან წლებში არქიმანდრიტი ა. მოსკ. ქართულ ახალშენში მეფე არჩილ-II-ის კარზე მოღვაწეობდა. მონაწილეობდა რუს. სამეფო კარის მიერ 1716 სპარსეთს გაგზავნილ მისიაში, რ-საც ა. პ. ვოლინსკი მეთაურობდა. მისიის დამთავრების შემდეგ ა. დას. საქართველოში მოღვაწეობდა, გახდა გენათელი მიტროპოლიტი.
1743 – 44 ა. მხლებლებით ჩავიდა რუსეთში საეკლ. რეფორმისა და ქართველთა ახალშენში მიმდინარე კულტ. საქმიანობისგასაცნობად. იღვწოდა ქართ. საეკლესიო მწერლობის ძეგლების გასამრავლებლად.
ფ. სიხარულიძე