ანტონ ქუთათელი საღირის ძე

ანტონ ქუთათელი, ანტონ საღირის ძე, საქართველოს საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე XII–XIII სს. მიჯნაზე, ეპისკოპოსი.

„დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყჳთ“ (ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი). ა. ქ. მონაწილეობდა თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში (1184). თამარის მეფობის დასაწყისში ა. ქ. ნიკოლოზ გულაბერისძესთან ერთად ხელმძღვანელობდა თამარის მიერ მოწვეულ საქართვ. საეკლ. კრებას, რ-მაც შეცვალა უღირსი ეპისკოპოსები და გამართა საეკლ. წესები. დას. საქართვ. დიდგვაროვანთა ამბოხების დროს (გიორგი რუსის გასამეფებლად), ლიხთიმერეთის მღვდელმთავრებში თამარის ერთგული მხოლოდ ა. ქ. დარჩა. ის გაგზავნა თამარმა ამბოხებულებთან მოსალაპარაკებლად.

ნ. შოშიაშვილი