ანჩაბაძე ზურაბ ვიანორის ძე

ზ. ანჩაბაძე

ანჩაბაძე ზურაბ ვიანორის ძე (22. IV. 1920, გაგრა, – 28. I. 1984. სოხუმი), ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). საქართვ. (1973) და აფხ. (1961) მეცნ. დამს. მოღვაწე. ისტ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1963).

დაამთავრა ა. მ. გორკის სახ. სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტი (1941). 1946-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი, 1956-იდან საქართვ. მეცნ. აკად. დ. გულიას სახ. აფხ. ენის, ლიტ-რისა და ისტ. ინ-ტის ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. განყ-ბის გამგე, 1958-იდან ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. განყ-ბის გამგე, 1973-იდან სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის რექტორი, ხოლო 1979-იდან გარდაცვალებამდე – ა. მ. გორკის სახ. აფხ. სახელმწ. უნ-ტის პირველი რექტორი.

ა. ნაყოფიერად იკვლევდა საქართვ. და ჩრდ. კავკ. ძვ., შუა საუკ. და ახ. ისტ. საკითხებს, იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III ტომის რედაქტორი (1979, ვ. გუჩუასთან ერთად; საქართვ. სახელმწ. პრემია, 1982) და „აფხაზეთის ისტორიის“ პირველი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი (1986).

არჩეული იყო მოსკ. სახელმწ. უნ-ტის საპატიო პროფესორად.

სსრკ IX მოწვევისა და საქ. სსრ X მოწვევის უმაღლესი საბჭოების დეპუტატი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. 1 – 2 თბ., 1969 – 78 (თანაავტ. და თანარედ.); Из истории средневековой Абхазии (VI – XVII вв.), Сух., 1959; История и культура древней Абхазии, М., 1964; Очерки экономической истории Грузии первой половины XIX в., Тб., 1966; Вековая и нерушимая дружба братских грузинского и абхазского народов, Тб., 1969 (თანაავტ. Г. А. Дзидзария); Дружба извечная, нерушимая, Сух., 1972 (თანაავტ. Г. А. Дзидзария); Очерк этнической истории абхазского народа, Сух., 1976.

ლიტ.: სურგულაძე ა., არდავიწყება მოყვრისა, თბ., 1986. Вопросы истории народов Кавказа (Сборник статей, посвященных памяти З. В. Анчабадзе), Тб., 1988.

გ. ანჩაბაძე