დიოკლეტიანე

დიოკლეტიანე (Diocletianus) გაიუს ავრელიუს ვალერიუს [243, დიოკლეა, – 313 და 316 წლებს შორის, სალონა (დალმაცია)], რომის იმპერატორი (284–305).

დ-ს სახელთანაა დაკავშირებული ახ. განსაკუთრებული პოლიტ. სისტემის – დომინატის – დამკვიდრება. გაატარა არაერთი რეფორმა სახელმწ. სამეურნეო, პოლიტ. და სამხ. ძლიერების განსამტკიცებლად. დ. შეუბრალებლად უსწორდებოდა ყოველგვარ სახალხო გამოსვლას და სეპარატისტულ მოძრაობას პროვინციებში.

298 ნისიბინის ზავით განამტკიცა თავისი ძალაუფლება სომხეთსა და იბერიაში, რ-ის მეფეს ამიერიდან სამეფო ნიშნები რომაელთაგან უნდა მიეღო. 303–304 ედიქტებით სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. დ-ს უკავშირებენ წმინდა გიორგის წამებას.

ნ. ლომოური