ადეიშვილი გიორგი გიორგის ძე (2. V. 1927, ყუმური, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 21. I. 1999, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1974).
დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1950). 1950-იდან იყო თსუ-ის პოლიტ. ეკონ კათედრის ასპირანტი, ასისტენტი, უფრ. მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 1976–78 – საქართვ. პროფ.-ტექ. განათლების სახელმწ. კომიტეტის თავ-რის პირველი მოადგილე, 1986–99 – თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის პოლიტ. ეკონ. კათედრის გამგე. ა-ის კვლევის ძირითადი სფერო იყო პოლიტ. ეკონ., შრომითი რესურსების ფორმირებისა და დასაქმების, განათლების, კადრების მომზადებისა და დემოგრაფიის პრობლემები.
თხზ.: შრომის საზოგადოებრივი დანაწილებისა და ცვალებადობის არსი, თბ., 1968; შრომითი რესურსების კვლავწარმოების პრობლემები საბჭოთა საქართველოში, თბ., 1971; პოლიტიკური ეკონომიის საკითხები, თბ., 1982 (თანაავტ. რ. ასათიანი).
ჯ. კახნიაშვილი