ადეიშვილი ნოდარ (ნესტორ) ილიას ძე (14. IV. 1935, სოფ. ხიბლარი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 2011, იქვე), პოეტი.
დაამთავრა თბილ. სას.-სამ. ინ-ტი (1959). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1950 სამტრედიის გაზ. „წინსვლაში“. ა-ს ეკუთვნის ლექსთა კრებულები: „შენ დამრჩი საფერებელი“ (1973), „თოვლის სინათლე“ (1976), „ღამის ცა“ (1977), „შენს სიყვარულში“ (1979), „მთვარის გზები“ (1981), „სარკის ნატეხები“ (1983), „შეგხედავ, გამიხარდება“ (1984), „ჩიტების მხარე“ (1985), „მგზავრები“ (1987), „სულ ეს ყოფილა“ (1989).