ადელუნგი თეოდორე პავლეს ძე (1768–1843), რუსი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ბიბლიოგრაფი.
პეტერბ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1809). წარმოშობით გერმანელი. 1794-იდან ცხოვრობდა რუსეთში. მონაწილეობდა რუმიანცევის მუზეუმის შექმნაში. მისი მთავარი ნაშრომი „1700 წლამდე რუსეთში ნამყოფი მოგზაურობისა და მათი თხზულებების კრიტიკულ-ლიტერატურული მიმოხილვა“ (რუს. თარგმანი, ტ. 1–2, 1864) მრავალ ცნობას შეიცავს იმ მოგზაურთა შესახებ, რ-ებიც კავკასიაში ყოფილან.