ადარნასე I (გ. დაახლ. 867–869), აშოტ I დიდის უფროსი ძე, ქართვ. ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს მამამთავარი, ბაგრატ I კურაპალატისა და გვარამ მამფლის ძმა და თანამმართველი.
ძმებთან ერთად იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. ნახსენებია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
წყარო: გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ლიტ.: თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27).
ვ. გუჩუა