ადლი, სიგრძის საზომი ერთეული ფეოდ. ხანის საქართველოში. ქართ. წერილობით წყაროებში იხსენიება XVI ს-იდან. შეადგენდა ორ წყრთას, საშუალოდ 101,15 სმ. იხ. აგრეთვე მეტროლოგია ისტორიული.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახალა, წგ. 3, ნაკვ. 3- ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925; ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.
გ. ჯაფარიძე