ადონცი ნიკოლოზ გიორგის ძე (10. I. 1871 – 27. I. 1942), სომეხი ისტორიკოსი, ბიზანტინოლოგი, ნ. მარის მოწაფე. სწავლობდა თბილ. II გიმნაზიაში, შემდეგ – სანქტ-პეტერბგის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე. 1899 დაასრულა უნ-ტის სრული კურსი და ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა მიუნხენში, შემდეგ პარიზში, ვენეციასა და ლონდონში. 1909 სანქტ-პეტერბურგის უნ-ტში დაიცვა სამაგისტრო (ოპონენტები ნ. მარი და ი. ჯავახიშვილი), ხოლო 1915 – სადოქტორო დისერტაცია. 1916-იდან იყო ამავე უნ-ტის პროფესორი. 1920-იდან უცხოეთში ცხოვრობდა. 1930-იდან იყო ბრიუსელის უნ-ტის პროფესორი; იკვლევდა ძველი და შუა საუკ. სომხ. ისტ., ფილოლ., წყაროთმცოდნეობის, ისტ.-გეოგრ., სომხ.-ბიზანტ. ურთიერთობებს. საყურადღებო მოსაზრებები აქვს საქართვ. ისტ. გეოგრაფიის საკითხებზე, კერძოდ, ტაოსა და სპერის ოლქებზე, აგრეთვე სოც. ტერმინოლოგიის შესახებ (ტერმ. „გლეხის“, „უფალის“ წარმომავლობა და სხვ.).
თხზ.: Армения в эпоху Юстиниана, Ер., 1971.
გ. მაისურაძე