აელება

აელება, ძვ. ქართული მუსიკალური ტერმინი, აღნიშნავდა ჩიტების მრავალხმიან სიმღერა-გალობას. ს.-ს. ორბელიანის მიხედვით, ა. არის „ხმათ შეწყობა სირთაგან“, „აელება-არმონია“. ი. ჯავახიშვილის ცნობით, „ძველ საქართველოში დარწმუნებული ყოფილან, რომ ფრინველთა ხმაშეწყობილი გალობაც არსებობს და ამისათვის ტერმინიც კი ყოფილა შექმნილი“.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.

ი. ჟორდანია