ავალიშვილი სალომე დიმიტრის ასული (6. V. 1899, სოფ. კონდოლი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 23. IX. 1966, თბილისი), ექიმ-პარაზიტოლოგი. საქართვ. (1941) და აჭარის (1946) დამს. ექიმი.
1923 თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისში. 1931–33 იყო ქობულეთის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის გამგე, 1933–37 – ბათუმის ცენტრ. ტროპ. სადგურის ეპიდემიოლოგი, 1937-იდან – დირექტორი.
მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ევაკოჰოსპიტლის უფროსის მოადგილე. ომის შემდეგ მუშაობდა აჭარის სანიტ.-ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარ ექიმად. ა. შეისწავლიდა მალარიას, ჰელმინთოზებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარასა და მთელ საქართველოში მალარიის ლიკვიდაციისა და ჰელმინთოზებით ავადობის შემცირების საქმეში.
იყო აჭარის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და პარაზიტოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე (1956 – 62) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი.
თხზ.: მალარიის ლიკვიდაცია აჭარის ასსრში, თბ., 1971.
ლიტ.: თოფურია ი., ქორჩილავა ჯ., სალომე ავალიშვილი, თბ., 1976.
ჯ. ქორჩილავა