ავანისხევი

ავანისხევი, მდინარე აღმ. საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 28 კმ, აუზის ფართ. 185 კმ².

სათავე აქვს კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. ზემო დინებაში დროდადრო იცის ღვარცოფები, ქვემოთში – წყალმოვარდნები.