ავგუსტუსი

ავგუსტუსი (Augustus) გაიუს ოქტავიანე (ძვ. წ. 23. IX. 63 – ახ. წ. 19. VIII. 14), რომის იმპერატორი. ძვ. წ. 44 იულიუს კეისარმა იშვილა და ეწოდა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე, 27-იდან იმპერატორი ავგუსტუსი. დაასრულა საუკუნოვანი სამოქალაქო ომები და დაამყარა გარეგნულად რესპ. შინაარსის ერთპიროვნული ხელისუფლება – პრინციპატი. მის დროს მნიშვნელოვნად გაფართოვდა რომის იმპერიის საზღვრები. სიცოცხლის ბოლო წელს ა-მა შეადგინა თავისი მოღვაწეობის მოკლე აღწერა (Res gestae divi Augusti), მასში მრავალ საინტერესო ინფორმაციას შორის დაცულია ენობრივი ცნობები იბერიასთან დიპლომ. ურთიერთობის შესახებ. ა-ის ცნობით, იბერიის მეფე ელჩებს უგზავნიდა და მეგობრობას სთხოვა მას.