ავეშეჯიბარზონდი

ავეშეჯიბარზონდი, ავშაჯიბარზონდი, უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, უღელტეხილი კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 3200 მ. მდ. ღარულის ხეობას (რიონის აუზი) აკავშირებს მდ. არდონის (თერგის აუზი) ხეობასთან. თოვლიან-ყინულიან უღელტეხილზე გადის საცალფეხო გზა.