ავიამოდელიზმი

ავიამოდელიზმი, საფრენ აპარატთა მოდელების კონსტრუირება და აგება ტექნიკური ან სპორტული მიზნით. ტექნიკური ა-ის მიზანია საფრენი აპარატების შესაქმნელად საჭირო სამეცნ.-ტექ. ექსპერიმენტის ამოცანათა გადაწყვეტა. სპორტული ა. სპორტის ერთ-ერთი მასობრივ-ტექ. სახეა. ავიამოდელისტთა პირველი შეჯიბრება საფრანგეთში 1905 გაიმართა, რუსეთში – 1910.

საქართველოში ა-ის განვითარება 1937–39 წლებში დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართვ. ავიამოდელისტები მონაწილეობდნენ ყველა საკავშ. შეჯიბრებაში. XX ს. 50-იან წლებში ნ. თოხაძე და გ. ჟუიკოვი სსრკ ნაკრები გუნდის წევრები იყვნენ. 1972 ნ. გელბახიანი სსრკ ჩემპიონი გახდა.