ავლევის სასოფლო-სამეურნეო სკოლა, პირველი სას.-სამ. ტექნიკური სასწავლებელი ამიერკავკასიაში. არსებობდა 1909–17 სოფ. ავლევში (გორის მაზრა). დააარსა კ. ამირაჯიბმა. სკოლა ძირითადად სოფ. მეურნ. მექანიზატორებს ამზადებდა. ასწავლიდნენ ტექ. საგნებს, მიწათმოქმედებას, მებოსტნეობასა და მებაღეობას.