ავრეხი

ავრეხი, უნაყოფო ვაზი. მის ყვავილებს ნორმალური მტვრიანები და განუვითარებელი ბუტკო აქვს. ა. წარმოშობილია ბუნებრივი მოთესვის გზით და უპირატესად ხეობებში, ტყეებსა და ძვ. ნასახლარებზე გვხვდება. ა-ის ყვავილის მტვერს იყენებენ მდედრობითი სქესის ვაზის ჯიშთა გასანაყოფიერებლად და სასელექციოდ.