ავრილი

ავრილი (Avril) ფილიპ, XVII–XVIII სს. ფრანგი იეზუიტი მისიონერი. 1685 დაევალა ფარულად ჩასულიყო ჩინეთში, მაგრამ ვერ მოახერხა. 6 წელიწადში მოიარა სირია, ქურთისტანი, საქართველო (1686), სომხეთი, ირანი და რუსეთი. 1692 გამოსცა მოგზაურობის აღწერა, რ-შიც მოცემულია ცნობები კავკ. ქვეყნების, მ. შ. საქართველოს შესახებაც (ახალციხეს დატყვევებული არჩილ II-ის განთავისუფლებაზე და სხვა).

თხზ.: Voyages en divers états d΄Europe et d΄Asie, P., 1692.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.

ბ. გიორგაძე