ავტორ-მთქმელი

ავტორ-მთქმელი, ფოლკლორულ ნაწარმოებათა მთქმელ-შემსრულებელი, რ-იც ხალხ. ტრად. მიხედვით თვითონაც ქმნის პოეტურ ნიმუშებს. ა.-მ-ის ინდივიდ. შემოქმედება, ჩვეულებრივ, ხალხში გადადის, ვარიანტებს იძენს და ხალხურდება.

ლიტ.: ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975.

ჯ. ბარდაველიძე