ავშნიანი, აბზინდიანი, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს მცენარეული ფორმაცია, რ-საც საქართველოში ქმნის ავშანი (Artemisia fragrans). ა. გავრცელებულია დაბლობ, ვაკე, მთისწინეთის ბიცობ და მომლაშო ნიადაგებზე. უროსთან, კაპუეტასთან, ლეგა ჭანგასთან, წითელწვერასთან, ჩარანთან, ეფემერებთან და სხვ. ერთად ა. მცირემოსავლიან კომპლ. ფიტოცენოზებს ქმნის. საქართველოში ა-ის ბალახნარის საშ. მოსავალი შემოდგომაზე 3,4 ც შეადგენს ჰა-ზე, ზამთარში – 1,9 ც, გაზაფხულზე – 4,4 ც. ა. ყუათიანი საკვებია. მის ბალახნარს ყინვების შემდეგ, როცა მცენარეს სიმწარე ეკარგება, ცხვარი კარგად ძოვს.
შ. ნახუცრიშვილი