ავჭალა

ავჭალა, თბილისის უკიდურესი ჩრდ. ნაწილი. მდებარეობს საგურამოს ქედის მთისწინეთში, მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირის ტერასაზე, ზ. დ. 380 მ.

ა. საქართვ. ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტ. წყაროებში ხშირად მოიხსენიება. VIII–XI სს. ა. თბილ. საამიროში შედიოდა, XII–XIII სს-ში – კახეთის საერისთავოში. დიდი თურქობის დროს, XI ს. 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ა-სა და დიღომში იდგნენ.

ა-თან მტკვარზე კარგი ფონი იყო, რითაც სარგებლობდნენ ლეკი მოთარეშეები. ლეკებისაგან თავდასაცავად 1734 მტკვრის გაყოლებით აშენდა ციხე და 12 კოშკი. 1887 თბილ. წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი.

ა-ს თავს დაჰყურებს მაღალ გორაკზე აღმართული XVII–XVIII სს. პეტრე მოციქულის ერთნავიანი ეკლესია, რ-იც კარგად ჩანს თბილისიდან მცხეთისაკენ მიმავალი გზიდან. ძეგლმა თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია. ნაგებია ნატეხი ქვით და დუღაბით, მოგვიანებით შეკეთებისას ქართ. აგურია გამოყენებული. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო ნიშია. გადახურულია კამარით. კამარასა და სახურავს შორის დიდი სამალავია (2 მ სიმაღლის) მოწყობილი.

კ. ჯავრიშვილი