ავჭალის არქეოლოგიური ძეგლები

ავჭალის არქეოლოგიური ძეგლები, ავჭალის, ზემო ავჭალის და ზაჰესის მშენებლობის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლ. ძეგლები. ა. ა. ძ-ს შორის უძველესია მტკვარ-არაქსის კულტ. ნასახლარი, რ-იც მდებარეობს ზემო ავჭალის აღმ-ით არსებული გორის ჩრდ.-აღმ. ფერდზე. გორის თხემზე წმინდა პეტრეს ერთნავიანი ეკლესიაა, გორის სამხრ.-აღმ. ფერდზე კი გამოვლენილია ფეოდ. ხანის ქვაყუთები. ზაჰესის მშენებლობის დროს აღმოჩენილია ადრინდ. ბრინჯაოს ხანის სპილენძის შუბისპირი და ცული; მშენებლობის ტერიტორიაზე აღმოჩნდა (1924) აგრეთვე ელინისტური ხანის (ძვ. წ. III–I სს.) ქვევრსამარხები; ზემო ავჭალის ბავშვთა კოლონიის ტერიტორიაზეა გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის სამაროვანი, სადაც ერთ-ერთ სამარხში ბრინჯაოს ბოლოკვეთილი მახვილი აღმოჩნდა (გათხარა პროფ. გ. ნიორაძემ); გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის ორი ნასახლარია მიკვლეული გზატკეცილის პირას. აქვეა ფეოდ. ხანის ნამოსახლარი.

რ. აბრამიშვილი